ახალი ამბები
გორში ქორწილის მაყრიონი სასიგნალო იარაღიდან სროლით მოძრაობს
გორში, ჯორბენაძის ქუჩაზე სპორტული იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. გასროლა ქორწილის მანქანიდან განხორციელდა.

სასიგნალო იარაღი ლურჯი ფერის მსუბუქი ავტომანქანაში მყოფ მამაკაცსე ეკავა, რომელიც მძღოლის გვერდით იჯდა.

ერთ-ერთი გასროლა სუპერმარკეტ ჯიმარტის წინ განხორციელდა.

საქართველოს კანონი იარაღის შესახებ განმარტავს იარაღის სახეებს: ა) სამოქალაქო იარაღი; ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი; გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი.

სამოქალაქო იარაღი არის ის, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის. სამოქალაქო იარაღის სახეებია: ა) თავდაცვის; ბ) სპორტული; გ) სანადირო; დ) საკოლექციო. ე) სასიგნალო. დასახლებულ პუნქტში მათი გამოყენება კანონით იკრძალება.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები