ახალი ამბები
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მლნ-ს გადააჭარბა
რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსული მედიის, ,,რია ნოვორსტის" ცნობით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მლნ 000 048-ს მიაღწია.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ახალი შემთხვევებიც მატულობს. კერძოდ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 123 ადამინი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 17 299 გახდა.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსისგან 815 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთი აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები