ახალი ამბები
ცხინვალში მასობრივი პროტესტის შემდეგ 7 პოლიციელი დააკავეს
28-წლის ინალ ჯაბიევის წამებისა და მკვლელობის ფაქტზე ცხინვალში 7 პოლიციელი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, პოლიციელები ცხინვალში ახალგაზრდა მამაკაცის წამების ფაქტზე 7 პოლიციელი დააკავეს.

დაკავებულები არიან: კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირბეკ სლანოვი; კრიმინალური პოლიციის ოპერატიული მუშაკები: მარატ ხუგაევი, ზაურ გოგიჩაევი, ალან ბაგაევი, სერგეი კოზონოვი, არტურ თადტაევი; ასევე კრიმინალური პოლიციის ტერორიზმის განყოფილების ხელმძღვანელ ანდრეი ჯიოევი.

დე-ფაქტო რესპუბლიკის გენპროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულები არიან დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ შს მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებიც.

შეგახსენებთ, 2020 წლის 28 აგვისტოს 28-წლის ინალ ჯაბიევი ცხინვალის იზოლატორში, აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით, აწამეს. მასთან ერთად, არაადამიანური მოპყრობის ფაქტი კიდევ ორი დაკავებულზე განხორციელდა. წამებას ინალ ჯაბიევმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.

მკვლელობას ცხინვალში მასობრივი გამოსვლები მოყვა. მოსახლეობა დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის გადადგომას ითხოვს. პარტია ,,ნიხასის" ლიდერი გენპროკურორის გათავისუფლებასაც ითხოვს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები