ახალი ამბები
ქარელში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა
იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა დღეიდან უკვე ქარელის მაცხოვრებლებსაც შეუძლიათ.

იუსტიციის სახლის ქარელის ფილიალის გახსნის ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და ქალაქის სტუმრები ესწრებოდნენ.

ყველა სხვა სერვისთან ერთად, ქარელის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლის მომსახურებაც ხელმისაწვდომია და ნებისმიერ წყვილს საშუალება ეძლევა, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს.

იუსტიციის სახლის მშენებლობა ქარელში 2019 წლის ივნისში დაიწყო. ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე იუსტიციის სახლის ქარელის ფილიალი 1021 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ცნობისთვის, ქარელის ფილიალი ქალაქ გორის შემდეგ მეორე იუსტიციის სახლია, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები