ახალი ამბები
ბრიფინგი ხურვალეთში ბორდერიზაციის წინააღმდეგ
მესამე დღეა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ.ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ამის გამო გორი-კასპის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ბადრი ბასიშვილმა ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, სახელმწიფო ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს:

,,ფაქტობრივად სოფლის მოსახლეობა სრულიად დაუცველია.ამ ფონზე კი ჩვენი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი ამ დრომდე აქ არ ჩამოსულა. რას აკეთებს შერიგებისა და თანხმობის სამინისტრო?რას აკეთებს გორის მუნიციპალიტეტის მერი?ისინი დღეს აქ უნდა იდგნენ და ადგილიბრივ მოსახლეობას თანადგომას უცხადებდნენ, თუმცა ამის ნაცვლად ისინი ამომრჩევლის დაშინებით და მოსყიდვით არიან დაკავებულები. აქ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. სწორედ ამიტომ, მივმართავ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, მოუწოდონ რუსეთის ხელისუფლებას, შეაჩეროს ბორდერიზაციის პროცესი და შეასრულოს საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები." - განაცხადა ბასიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები