ახალი ამბები
ქარელში ნინო ბურჯანაძემ მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა
"ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქარელი-ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატად ალექსი ჩხიკვაძე წარადგინა.

ღონისძიება ქარელის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ბურჯანაძემ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა.

მისი თქმით, ქვეყანაში ფეოდალური მმართველობაა, რასაც 31 ოქტომბერს წერტილი უნდა დაესვას.

ქარელი-ხაშურის მაჟორიტარ კანდიდატებად სხვა პარტიებსაც ჰყავთ წარდგენილი. მმართველ პარტიას ზაალ დუგლაძე, ,,ლელო საქართველოსთვის" - კახა კოჟორიძე. გაერთიანებულ ოპოზიციას - ნატო ჩხეიძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები