ახალი ამბები
ბადრი ბასიშვილის შეხვედრა მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების თვალთვალის ფონზე [R]
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორტიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბადრი ბასიშვილის შეხვედრამ ზერტის, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თვალთავლის ფონზე ჩაიარა.

როგორც საკრებულოს დეპუტატი ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, შეხვედრას აკვირდებოდნენ როგორც სუსის თანამშრომლები, ისე მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში ლექსო ბუჯიაშვილი. ისინი შეკრებილ მხარდამჭერებს ფოტოებს უღებდნენ.

"შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, ვისაუბრეთ პრობლემებზე, ჩვენს სამოქმედო გეგმაზე. ამ დროს კი ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ და მოქალაქეებს ფოტოები გადაუღეს, რაც პირდაპირი მუქარაა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ. ამ სოფლებში უამრავი პრობლემაა. - მოსახლეობას არ აქვს სასმელი წყალი, ვერ სარგებლობს ელემენტარული სერვისებით, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის. საოკუპაციო ხაზთან სიახლოვე მათ მუდმივი შიშისა და სტრესის ფონზე ცხოვრებას აიძულებს. შინაური ცხოველი ხშირად ამ ოჯახების შემოსავლის ერთადერთი წყაროა, არადა ოკუპანტების მიერ გატაცებული საქონლის ზარალს მათ ვერავინ უნაზღაურებს. იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრობლემების მოგვარებაზე იფიქროს, ის დაკავებულია ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების თვალთვალით და დაშინებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსახლეობა მზადაა ცვლილებებისთვის და ამ სურვილს 31 ოქტომბერს დაადასტურებს საკუთარი ნების გამოხატვით. " - ამბობს ბადრი ბასიშვილი.

ბადრი ბასიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები