ახალი ამბები
გორის ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით წუხელ გორის ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს.

ფოტო ცხინვალის გზატკეცილზეა გადაღებული.

კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა ჯერ სტალინის გამზირზე იმუშავეს. შემდეგ 26 მაისის სანაპიროზე გადაინაცვლეს. გზა კი ცხინვალის გზატკეცილზე გააგრძელეს.

14 სექტემბრის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის რვა შემთხვევაა დადასტურებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები