ახალი ამბები
გორის სოფელ ხიდისთავში სასმელი წყლის მილი დაზიანებიდან 2 თვის შემდეგ შეაკეთეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დაზიანებული სასმელი წყლის მილი ორი თვის შემდეგ გააკეთეს.

გორი-კასპის ე.წ. სარაინოთაშორისო მაგისტრალზე წყალი მიწიდან ამოდიოდა, ხოლო ასფალტის საფარმა მნიშვნელოვნად დაიწია და ჩავარდნის საფრთხე შექმნა.

სოფელში, სადაც სასმელი წყლის დეფიციტია, წყალი დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში იღვრებოდა.

ხიდისთავში სასმელი წყლის ავზი 2017 წელს გააკეთეს, თუმცა დაზიანებული ქსელის გამო, სოფლის მოსახლეობას წყლის დეფიციტს მაინც განიცდიდა. 2020 წელს გორის მერიამ შიდა ქსელის სარეაბილიტაციოდ დაახლოებით 1 მლნ ლარის ტენდერი გამოაცხადა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები