ახალი ამბები
გორში საარჩევნო ბილბორდების უმრავლესობა მმართველი პარტიის კანდიდატს ეკუთვნის
გორში, სარეკლამო ბილობორდების დიდი ნაწილი გაქირავებულია. მმართველი გუნდის კანდიდატის საარჩევნო ბიბლბორდი ყველა დიდ ქუჩაზეა.

ოპოზიციიდან ბილბორდი მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ერგო.

,,ჩვენ მხოლოდ სამი ადგილი ვნახეთ, რომელიც ცარიელი იყო. დანარჩენი ადგილები მმართველი გუნდის კანდიდატს ეკუთვნის" - აცხადებს ბადრი ბასიშვილი, რომელიც გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია.

ერთ ბილბორდს არ იყენებს ,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატი ლევან თარხნიშვილი. შტაბის წარმომადგენელი დავით მახნიაშვილი ამბობს, რომ ერთი ადგილი დაიქირავეს კომბინატის ხიდთან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები