ახალი ამბები
ვითარება ატენის სიახლოვეს - ,,მიმდინარეობს ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოები'' (PHOTO)
ხილვადობის აღდგენისთანავე სახანძარო-სამაშველო ძალებმა განაახლეს ცეცხლის ქრობა.

ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გვაცნობეს.

,,ცეცხლი უკიდია ბუჩქნარს და ბალახს, მთის კლდოვან ნაწილზე. 30-მდე მეხანძრე-მაშველი მობილიზებულია სპეც აღჭურვილობით და მიმდინარეობს კერების დამუშავება. ამ დროისთვის მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაობი." - გვითხრეს პრეს-სამსახურში. 

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს ცეცხლი მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც ერთ-ერთი ფაცხიდან ფოიერვერკი გაისროლეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები