ახალი ამბები
ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია
მეხანძრე-მაშველებმა ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ცეცხლი მთის კლდოვან ნაწილზე, ბუჩქებს და ეკალბარდს ეკიდა. რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ ცოცხალი ძალა ინდივიდუალური აღჭურვილობით აწარმოებდა ქრობის სამუშაოებს. სალოკალიზაციო სამუშაოებს ქარიც ართულებდა.

,,ამ დროისთვის 30 მეხანძრე-მაშველი რჩება ხეობაში და აგრძელებს ცალკეული მხრჩოლავი კერების სალიკვიდაციო სამუშაოებს. დამწვარია ორ ჰექტრამდე ხმელი ბალახი და ეკალ ბარდი. ცეცხლის გავრცელების საშიშორბა მოხსნილია. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება." - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები