ახალი ამბები
ზემო ნიქოზის სიახლოვეს რუსეთის სამხედროებმა მუშაობა განაახლეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაცია ისევ განაახლეს. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

მათი ცნობით, სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს დ ამჟამად ბადეებს ავლებენ. ფაქტთან დაკავშირებით უწყებამ ცხელი ხაზი გაააქტიურა.

სუს-ში აცხადებენ, რომ ეს უკანონო ქმედება საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას წარმოადგენს, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

შეგახსენებთ, რომ გორის სოფელ ხურვალეთთან გუშინ, 13 სექტემბერს ოკუპანტებმა ტერიტორიის ნაწილი შეღობეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები