ახალი ამბები
მკვლელობა ხაშურში - მენეჯერისა და ყოფილი თანამშრომლის დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა
ხაშურის შს სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანია ,,ელისის" მენეჯერი დააკავეს, რომელსაც ყოფილი თანამშრომლის მკვლელობაში ედება ბრალი.

შს სამინისტრომ მის მიმართ გამოძიება მკვლელობის გარდა, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც დაიწყო.

წინასწარი ინფორმაციით, შპს ,,ელისის" ყოფილი თანამშრომელი სამშენებლო კომპანიაში კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით მივიდა. მენეჯერსა და მას შორი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

ბრალდების დაცვის მხარის ცნობით, ყოფილი თანამშრომელი დანით შეიარაღებული მივიდა, ხოლო მენეჯერმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები