ახალი ამბები
ხოვლის ტყეში შეშის მანქანა დაგორდა - გარდაიცვალა ხანდაკელი მამაკაცი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლესთან მდებარე ტყეში შეშით დატვირთული მანქანა დაგორდა.

ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს. სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა.

გარდაცვლილია ხანდაკელი მამაკაცი.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები