ახალი ამბები
USAID-ის დახმარებით ტახტისძირში სასმელი წყლის ახალი პროექტი დაფინანსდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ტახტისძირში სასმელი წყლის ახალი სისტემა მოეწყობა. ამის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

ამერიკის მთავრობის დახმარებით, პროგრამა ,,ზრდა", ქარელის მერიასთან ერთად, წყლის სისტემის ახალ პროექტზე იმუშავებს. ,,ზრდას" წარმომადგენელმა, ნონა თეთშვილმა და ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა დღეს ამ საკითხზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი:

,,დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმის დამატებას, რაც მიზნად ისახავს დვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ტახტისძირში სასმელი წყლით მომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, რითაც ისარგებლებს 140 ოჯახი. მხარეები თანხმდებიან, რომ USAID-ის პროექტი „ზრდა“ შეიმუშავებს სოფელ ტახტისძირში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციას და უშაუმდგომლებს პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდში დაფინანსების მისაღებად, ხოლო თავის მხრივ ქარელის მუნიციპალიტეტი აღასრულებს აღნიშნულ პროექტს.'' - აღნიშნავენ ქარელის მერიაში.

პრეს-სამსახურის ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიასა და USAID-ის პროექტ „ზრდას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დღემდე არაერთი პროექტი განხორციელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები