ახალი ამბები
გორში, გალაკტიონის ხეივანში ახალი ხე-მცენარეები დარგეს
გორში ახალი ხე-მცენარეები დარგეს. ეს სამუშაოები ,,კეთილმოწყობისა და გამწვანების" სამსახურის თანამშრომლები შეასრულეს.

,,გორის ციხის ჩრდილოეთ ფერდობზე, გალაკტიონის სახელობის ხეივანში, ვარდის ნერგებს შორის, დასავლური ტუიას და პირამიდული ბზის 28 ნერგი დაირგო. გამწვანდა ჭალის დასახლებაში არსებული ავტოსაგზაო–მარეგულირებელი წრე, სადაც დასავლური ტუიას და პირმაიდული ბზის 15 ნეგრი დაირგო." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

გალაკტიონის ხეივნამდე, ახალი ხე-მცენარეები სხვა სკვერებშიც დარგეს. კერძოდ, ბარათაშვილის, გოგებაშვილისა და შიოს სკვერში.

,,მიმდინარე კვირის ბოლომდე, ქალაქის გაზონებსა და სკვერებს 221 ახალი დეკორატიული მცენარე - ვერცხლისფერი ნაძვი, ესპანური სოჭი, ჰიმალაიური კედარი, დასავლური ტუია, ბზა და ძახველი შეემატება." - აცხადებენ პრე-სამსახურში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები