ახალი ამბები
შიდა ქართლში საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებს
საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროცესის განახლება ეხება ყველა საბავშვო ბაღს, გარდა აჭარის რეგიონისა. ჩხენკელმა ისიც აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონის გარდა, 19 ოქტომბრიდან სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში

რაც შეეხება I-VI კლასელებს, ისინი 1-ელი ოქტომბრიდან, საკლასო ოთახებში დაიწყებენ სწავლას, ესეც არ ეხება აჭარის რეგიონის სკოლებს.

"1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ძალაში რჩება გადაწყვეტილება, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ისინი საკლასო ოთახებში ბრუნდებიან. რასაკვირველია, ეს არ ეხება აჭარას. 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეების მშობლები თუ გადაწყვეტენ, რომ მათ ურჩევნიათ ონლაინ ისწავლონ მათმა შვილებმა და სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით გააგრძელონ, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება სიახლეებს, 12 ოქტომბერს აჭარის გარდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას საბავშვო ბაღები. ასევე, 19 ოქტომბერს აჭარის გარდა სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში, შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები არა დისტანციურად, არამედ აუდიტორიებში განაახებენ ფუნქციონირებას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები", - განაცხადა ჩხენკელმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა - 148. გარდაიცვალა 3 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები