თიბისის პროგრამა „სტარტაპერი“დამწყები ბიზნესების მხარდაჭერას
აგრძელებს და არსებული გამოწვევის ფონზე, ქვეყანაში საწარმოების
შექმნის წასახალისებლად, ახალ ფინანსურ პროდუქტს - სტარტაპ საწარმო
სესხს ქმნის.
შეთავაზებით სარგებლობა სტარტაპერებს დღეიდან შეუძლიათ და მის
ფარლებში შესაძლებელია 1 000 000 ₾-მდე მოცულობის სესხს მიღება.
დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურად, მომხმარებლის
საჭიროებიდან და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე
განისაზღვრება.
სტარტაპ საწარმო სესხით შესაძლებელია როგორც მიწის, შენობის,
საბრუნავი საშუალებების დანადგარების და ინვენტარის
შეძენა/გარემონტება, ისე საწარმოსთან დაკავშირებული ხარჯების და ე.წ.
„ფრენჩაიზინგის“ გადასახადების დაფარვა.
ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, ბიზნესის წარმომადგენელმა
„სტარტაპერის“ ვებ-გვერდზე ონლაინ განაცხადი უნდა შეავსოს და 20%-იანი
თანამონაწილეობა და ბიზნესგეგმა წარადგინოს. სესხით სარგებლობა
შესაძლებელია პროგრამა "სახელმწიფო საგარანტიო მექანიზმის
ფარგლებშიც“, რაც სახელმწიფოს მხრიდან სესხის თანხის 90%-ის
უზრუნველყოფას გულისხმობს. გარდა ამისა, 500 000 ლარამდე მოცულობის
სესხით სტარტაპერები დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე
ისარგებლებენ.
სტარტაპ საწარმო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია
ბმულზე:
https://startuperi.ge/ka/teq-startap-sesxi?fbclid=IwAR2B58FhIQlb1V-ZDJ8E7NKhKuTPcFzY06ikgSslk5SXbo0dhV6Z7JLFZag
სტატიის გამოყენების პირობები