ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსი 5 ადგილობრივსა და 2 სტუმარს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში შიდა ქართლში მცხოვრებს შორის, კორონავირუსის ახალი 5 შემთხვევა დადასურდა. რაც შეეხება კიდევ ორ პირს, ისინი გორის მუნიციპალიტეტში იყვნენ დასაქმებულები და არ ცხოვრობენ შიდა ქართლში.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე შიდა ქართლის საკოორინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა. მისი თქმით, 5 ინფიცირებულს შორის, სამი არასრულწლოვანია.

გულედანის ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან ნადარბაზევსა და ტირძნისში, მეხუთე ინფიცირებული კი ,,ჯიპისის" აფთიაქის თანამშრომელი.

ახალი შემთხვევების კონტაქტებიდან ლუგარის ლაბორატორიაში 231 პირის ნიმუში გაგზავნეს. ხოლო 213 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში,

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები