ახალი ამბები
თარხნიშვილის თქმით, თელიანში წითელი ჯვრის დახმარება ,,ოცნების" აქტივისტებმა დაარიგეს
ხახვი, ლობიო, ზეთი,-,,ქართული ოცნება” საარჩევნოდ ტრადიციას არ ღალატობს და ამომრჩევლის მოსყიდვას მათთვის კარგად აპრობირებული წესით აგრძელებს.

ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ, ევროპული საქართველოს გორის იფისში გააკეთეს. კასპის და გორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, სასურსათო კალათა “ოცნების” მხარდამჭერებმა ამჯერად სოფელ თელიანში მიიღეს.

მისივე განცხადებით, პროდუქტები წითელი ჯვრის სახელით დარიგდა, ორგანიზაციაში კი “ოცნებასთან” დაახლოებული პირები მუშაობენ.

განცხადებას გამოეხმაურნენ წითელი ჯვრის გორის ოფისში და აბსურდული უწოდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები