ახალი ამბები
ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხაშურის რამდენიმე უბნის მოსახლეობას შეხვდა [R]
ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა დუგლაძე, ხაშურის რამდენიმე უბნის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნა, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესება და წყალარინების სისტემის აღდგენა იყო.

როგორც ზაზა დუგლაძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენის სამუშაოები სულ მალე დაიწყება, რისთვისაც 65 მილიონი ევროა გამოყოფილი.

"საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს 58 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებას ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენის სამუშაოების დასაფინანსებლად, როგორ ცნობილია სამუშაოების შესასრულებლად ევროკავშირმა დამატებით 7,15 მილიონი ევროს ოდენობის გრანტია გამოყოფილი.

ამით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება ეს მნიშვნელოვანი პრობლემა და ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება მიეცემა გზების კეთილმოწყობა დაასრულოს."- განაცხადა ზაზა დუგლაძემ.

ხაშურის მოსახლეობის ძირითადი პრობლემა წყალმომარაგების გაუმჯობესება და წყალარინების სისტემის აღდგენაა. აღნიშნული სამუშაოებისთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ 58 მილიონი ევრო, ევროკავშირის მიერ კი 7, 15 მილიონი ევროა გამოყოფილი. ჯამში აღნიშნული სამუშაოებისთვის 65 მილიონი ევრო დაიხარჯება. ამით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება ეს მნიშვნელოვანი პრობლემა და ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება მიეცემა გზების კეთილმოწყობა დაასრულოს.

გამოყოფილი. დამატებით 7 მილიონი ევროს გრანტია ევროკავშირის მიერ გამოყოფილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები