ახალი ამბები
დევნილთა კორპუსში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს
გორში დევნილთა კორპუსში მამაკაცი ხუთი დღეა არ გამოჩნდა.

ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ.

45 წლამდე ასაკი მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფება. მამაკაცი აბაზანაში ნახეს გარდაცვლილი. 

დევნილი მამაკაცი ბინაში ახალი გადასული იყო. მას მშობლები არ ჰყავდა.

,,მარტო ცხოვრობდა, ახალი გადმოსული იყო, მშობლებიც დახოცილი ჰყავდა და არც დაოჯახებული იყო- " - გვითხრეს მეზობლებმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები