ახალი ამბები
3-4 ოქტომბერს გორის თეატრი ახალ სეზონს უფლისციხეში ხსნის
ერისთავის თეატრი, გორში 176 -ე სეზონის ხსნის. ერისთაველები 3 და 4 ოქტომბერს უფლისციხის ანტიკურ ციხე-ქალაქში პრემიერას წარმოგიდგენენ.

ნაჩვენები იქნება ლაშა იმედაშვილის “იესოს საქმე”, მამუკა ტყემალაძის რეჟისურით.

სპექტაკლის პანდემიის პერიოდის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებისთვის, პროექტი ხორციელდება, ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად.

ერისთავის თეატრი უზრუნველყოფს მაყურებლის მგზავრობას გორიდან უფლისციხეში და უკან. პროექტის ფარგლებში მათ საშუალება ექნებათ გიდთან ერთად უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალიც დათვალიერონ.

საპრემიერო ჩვენების დღეებია 3-4 ოქტომბერი, 20:00.

გასვლა ერისთავის თეატრის უკანა ეზოდან 18:0
Print

სტატიის გამოყენების პირობები