ახალი ამბები
,,ნუ მპარავენ, დავუთმობ ფერმას" - მღვდლის მიმართვა ვარიანიდან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, ფერმის შენობიდან ქონებას იტაცებენ. მოპარულია ელექტროობა, წაღებულია რკინის და ხის მასალები - ამბობს დეკანოზი. მას სურს, რომ ფერმა ამოქმედდეს, რასაც ხელისუფლების მხრიდან დახმარება ჭირდება.

როგორც ფერმის მფლობელი, დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე ამბობს, პოლიციის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოყოლია.

,,თუ რამ გამაჩნია, უანგაროდ გადაცემული მაქვს მოსახლეობისთვის. კიდევ მზად ვარ, რომ ყველაფერი დავუთმო, რაც გამაჩნია, მათ შორის, ფერმა, რომ აღადგინონ და აამუშავონ. იქნებ ისეთი ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც მიხედავს ამ ფერმას." - აცხადებს დეკანოზი გრიგოლი.

დეკანოზმა ჯერ კიდევ 2015 წელს მეფრინველეობის ფერმა გააშენა. მანამდე, რამდენიმე ხნით ადრე, უცნობმა პირებმა შენობას ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. თუმცა, დამწვარი ფერმის აღდგენა შეძლო.

,,როცა ფერმა გავაკეთე, მაშინ ადგილობრივები იყვნენ დასაქმებულები, გარკვეული შემოსავალი ჰქონდათ. უვლიდნენ და ძალიან კარგად მიდიოდა საქმე. რაღაც ხნის შემდეგ, რეალიზაცია რომ ვერ ხერხდებოდა, ფუნქციონირება შეწყვიტა. ამით ისარგებლებს და ხედავთ, რომ მიაქვთ ყველაფერი, რაც ხელში მოხვდებათ. ჩემ მიწებზეც მუშაობს ხალხი, მოყავთ მოსავალი და აქვთ შემოსავალი. ანალოგიურად აქაც ასე შეიძლება გაკეთდეს. გადავცემ ამ ფერმას და შეუძლიათ მოაწყონ. მოგეხსენებათ. ჩვენ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს. ხშირად არ მიწევს ჩამოსვლა სოფელში და სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ." - განმარტავს დეკანოზი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები