ახალი ამბები
დიარეის მიზეზით გორის მე-10 სკოლაში 28 მოსწავლე არ გამოცხადდა
კომბინატის დასახლებაში მდებარე კიდევ ერთ სკოლაში დიარეას მიზეზით მოსწავლეები გაკვეთილებზე არ გამოცხადდნენ. 28 მოსწავლის მშობელმა კლასების დამრიგებლებს განუცხადეს, რომ ბავშვებს მუცლის ტკივილი აწუხებთ.

სკოლის დირექტორი, გელა ჯაფარიძე განმარტავს, რომ ყველა მოსწავლე ერთ ცვლაში სწავლობს. მეათე საჯარო სკოლაში სულ 720 მოსწავლეა რეგისტრირებული.

,,ჯერ ახლახანს დავიწყეთ სწავლა, ამიტომ ვერ გეტყვით, ზოგადად რამდენი აცდენს ყოველდღიურად სკოლას, მაგრამ დღევანდელ მიზეზს რაც შეეხება, მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს მუცლის ტკივილი აწუხებთ. ჩვენს სკოლაში ერთ ცვლაში მიმდინარეობს სწავლება"- გვითხრა გელა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, კომბინატის დასახლებაში დღეს ბავშვების მოწამვლის ასეულობით შემთხვევა დადასტურდა. მოიწამლნენ გორის მე-10 სკოლის მოსწავლეებიც და 3 პედაგოგი. ,,იავნანას" კლინიკაში ამბობენ, რომ ბავშვთა საავადმყოფოს 48 მოზარდმა მიმართა, საიდანაც პედიატრიულ მკურნალობას 16 მოსწავლე დაექვემდებარა. ექიმების თქმით, ინტოქსიკაციის მიზეზად მშობლები საკვებს და წყალს ასახელებენ. თუმცა, უმრავლესობა თვლის, რომ ბავშვები წყლით მოიწამლნენ.

კომბინატის დასახლებაში სასმელი წყალი ვარიანის წყლის სათავე ნაგებობიდან მიეწოდება. წყალმომარაგების კომპანიაში წყლის დაბინძურების შემთხვევას გამორიცხავენ.

იხ. ამავე თემაზე:


წყალმომარაგების კომპანია გორში წყლის მოწამვლის ფაქტს უარყოფს

დაზიანებული ღობე ვარიანის წყლის სათავე ნაგებობასთან

უბანი გორში, სადაც ბავშვები მოიწამლნენ

დიარეის მიზეზით გორის მე-7 სკოლაში 229 მოსწავლე არ გამოცხადდა

Print

სტატიის გამოყენების პირობები