გორში ,,იავნანას" კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 15 მოზარდი შეიყვანეს
ბოლო 24 საათში, კლინიკა „იავნანაში“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით კიდევ 15-მა მოზარდმა მიმართა, - აღნიშნულის შესახებ დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანა“-ს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ განაცხადა.

ამ ეტაპზე, სტაციონარში რჩება 25 პაციენტი:

„გასული 24 საათის განმავლობაში „იავნანა“-ს მომართა სულ 23-მა პაციენტმა, აქედან 15 პაციენტი იყო გასტროინტესტინალური დარღვევებით. მათგან ერთი პაციენტი მკურნალობას გადის კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში, 14-ს აღმოვუჩინეთ დახმარება და გაეწერენენ ბინაზე.
მთლიანობაში, ამ დიაგნოზით, სტაციონარში რჩება 25 პაციენტი, თუმცა, დღის განმავლობაში, მათი დიდი ნაწილი გაეწერება. მათი მდგომარეობა, ზოგადად, არის დამაკმაყოფილებელი და სტაბილური“, - განაცხადა „იავნანა“-ს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ.

შეგახსნებთ რომ გასული ოთხი დღის განმავლობაში, ,,გორმედის" ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანა“-ში ინტოქსიკაციის სიმპტომებით 100-ზე მეტი მოზარდი შეიყვანეს.

იხ. ამავე თემაზე: 

▶️vწყალმომარაგების კომპანია გორში წყლის მოწამვლის ფაქტს უარყოფს
▶️vუბანი გორში, სადაც ბავშვები მოიწამლნენ
▶️ დაზიანებული ღობე ვარიანის წყლის სათავე ნაგებობასთან
▶️ დიარეის მიზეზით გორის მე-7 სკოლაში 229 მოსწავლე არ გამოცხადდა
▶️დიარეის მიზეზით გორის მე-10 სკოლაში 28 მოსწავლე არ გამოცხადდა
▶️გორში ,,იავნანას" კლინიკას ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 5 პაციენტმა მიმართა
▶️ გაფართოებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს
Print

სტატიის გამოყენების პირობები