ახალი ამბები
გორში მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გორში მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.

ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას.

9, 10 და 11 ოქტომბერს გორის სამსახური, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სამი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები