10 ოქტომბერი: კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 253 ადამიანი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 253 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

• კორონავირუსით ინფიცირებულია - 11 271;
• გამოჯანმრთელებულია - 6 119;
• მათ შორის გარდაცვლილია - 78;
• კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 971;
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები