ახალი ამბები
გორში მომსახურების სააგენტოს კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
გორში მომსახურების სააგენტოს კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ის 8 ოქტომბრიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.  მანამდე, 8 ოქტომბერს ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინეს.

სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.

ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას.

9, 10 და 11 ოქტომბერს გორის სამსახური, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სამი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები