ახალი ამბები
ქარელი-ხაშურის მაჟორიტარი კანდიდატი ნატო ჩხეიძე რუისელების მოთხოვნას შეუერთდა
ქარელი-ხაშურის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ნატო ჩხეიძე დღეს რუისში იმყოფებოდა და იმ ადამიანების მოთხოვნას შეუერთდა, ვინც რუსულ კომპანიაზე მიწის ნაკვეთის გასხვისებას აპროტესტებს. აქცია ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ გაიმართა, რომელიც სწორედ სადავო მიწას წარმოადგენს.

ნატო ჩხეიძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად დაიცავს საპროტესტო აქციის მონაწილეების ინტერესებს.

საქმე იმაშია, რომ სახელმწიფომ რუსში, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია კომპანია ,,ბიგ სერვისს" მიყიდა. რუისელები ამბობენ, რომ გაყიდული მიწა ცენტრალურ სტადიონს ეკუთვნის.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული მიწა და ცენტრალური სტადიონი ერთ მთლიან ფართს 2015 წლამდე წარმოადგენდა. 2015 წელს 26 200 კვ.მ ფართობი 2 ნაწილდა გაყვეს. ერთ ნაწილს სტადიონის ფუნქცია დაუტოვეს, 14 200 კვ,მ ფართობით, ხოლო მეორე ნაწილს - 12 000 კვ.მ-ს ცალკე კოდი მიანიჭეს და გაყიდეს.

კომპანია ,,ბიგ სერვისს'' მრავალრიცხოვანი მფლობელები ჰყავს, მათ შორის, რუსეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები არიან, ხოლო სათაო ოფისი ბერლინში მდებარეობს, მიწის ნაკვეთის ყიდვა გადაწყვიტა იმიტომ, რომ ელექტროგასამართი სადგური მოაშენოს.

ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი აცხადებს, რომ სპორტულ მოედანზე აპელირება პოლიტიკური ხრიკია:

,,2012 წელს ეს მიწის ნაკვეთი მაშინდელმა ეკონომიკის სამინისტროს ქარელის გამგეობას გადასცა. 2015 წელს მოხდა ამ მიწის ნაკვეთის გამიჯვნა. გაიყიდა ის ნაწილი, რომელიც სტადიონს არ წარმოადგენს. მინდა გითხრათ, რომ არა მარტო რუისში, არამედ მთელს მუნიციპალიტეტში სპორტული მოედანი არასდროს გასხვისდება." - განაცხადა გულიაშვილმა.

მერიის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, სოფელ რუისში სულ 5 სტადიონია, 2 საჭიდაო მოედანი, 1 სპორტული კომპლექსი, 2-იც სპორტული დარბაზი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები