ახალი ამბები
დაპირისპირება ხოვლეში - ,,ენმ''-ს საარჩევნო შეხვედრაზე მერის წარმომადგენელი მივიდა
ფოტოზე: კასპის მერის წარმომადგენელი ხოვლეში, ბაჩო ხუციშვილი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, ენმ-ს წევრებსა და სოფლის წარმომადგენელს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატები აცხადებენ, რომ შეხვედრა ბაჩო ხუციშვილმა ჩაშალა.

ბაჩო ხუციშვილი კასპის მერის წარმომადგენელია ხოვლეში. ის საარჩევნო შეხვედრის ტერიტორიაზე საკუთრი ავტომანქანით მივიდა.

ნაცინალური მოძრაობის კასპის მერობის კანდიდატის, ნუგზარ ნონიაშვილის თქმით, ბაჩანა ხუციშვილი იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრა იგეგმებოდა, ერთი საათით ადრე მივიდა:

,,ამ ქმედებით ის თანასოფლელებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა. აკვირდებოდა, ვინ მოვიდოდა და ვინც არ მოვიდოდა. ასევე, გვაკონტროლებდნენ მანქანით და ჩვენ მხარდამჭერებს აშინებდნენ" - აცხადებს ნუგზარ ნონიაშილი.

კასპის მერის წარმომადგენელი ხოვლეშ, ბაჩო ხუციშვილი ავტომანქანით მიუახლოვდა ენმ მხარდამჭერებს და ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეებზე ესაუბრებოდა. საუბარი ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებსა და ბაჩო ხუციშვილს შორის კამათში გადაიზარდა.

ენმ-ს კანდიდატებმა ინციდენტის გამო შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

ქვემოთ ფოტოზე: კასპის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანით შეხვედრას აკონტროლებენ

Print

სტატიის გამოყენების პირობები