ახალი ამბები
გომის გზაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა
ხაშურში, გომის გზაზე მაზდის მარკის მსუბუქი მანქანა, ფეხით მიმავალ მოქალაქეს დაეჯახა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ქვეითი თურქეთის მოქალაქე იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება 276 მუხლის 6 ნაწილით მიმდინარეობს. რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები