გორში პატრულის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
გორში პატრულის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაცით პოლიციელი მეზობლისგან დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგებმა ტესტი აუღეს მასთან შემხებლობაში მყოფ სხვა თანამშრომლებსაც, მათი ტესტის პასუხი სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, შიდა ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ორი ზეღდულეთის სკოლის მოსწავლეა, ორის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

ბოლო მონაცემებით რეგიონში 607 პირი რჩება თვითიზოლაციაში. ჯამში, შიდა ქართლში კორონავირუსის 128 შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები