ახალი ამბები
რეიდები ტანას ხეობაში - ხე-ტყის ჩეხვა ძამას ხეობაში (PHOTO)
ძამას ხეობაში ხე-ტყის ჭრა ,,აქტიურ ფაზაშია". შეშით დატვირთული სატვირთო ავტომანქანების რაოდენობა აქ საკმაოდ შესამჩნევია.

გასაკუთრებით, სოფელ ზღუდერთან, სადაც ორი ხეობიდან მომავალი გზა ერთმანეთს უერთდება.

შეშა იჭრება როგორც უშუალოდ მდინარე ძამის, ასევე მდინარე ღვანანას ხეობაში. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლს სავარაუდოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ესაუბრებიან.

იმ დროს, როდესაც ტანას ხეობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ფუნქცია პოლიციამ აიღო და შეშით დატვირთულ ავტომანქანებს სოფელ ხიდისთავში აკონტროლებს, სრულიად სხვა სიტუაციაა ძამას ხეობაში, რასაც ეს ფოტოები ცხადყოფს. 

Qartli.ge შეეცდება შს და გარემოს დაცვის სამინისტროსგან პასუხის მიღებას.



ფოტოზე: სოფელი გვერძინეთი, ერთმანეთს შეშით დატვირთული მანქანის მძღოლი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ესაუბრებიან. 





 

Print

სტატიის გამოყენების პირობები