ახალი ამბები
გორში მაჟორიტარ კანდიდატებს შორის დებატები გაიმართება
დღეს, გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარ კანდიდატებს შორის დებატები გაიმართება. შეხვედრა 19 საათზე დაიწყება და ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ოფისში ჩატარდება.

დაინტერესებულ პირებს დებატებისთვის თვალყურის მიდევნება qartli.ge-სა და თრიალეთის ფეისბუქის გვერდზე შეეძლებათ.

კანდიდატებს ხუთ ძირითად კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, რომელსაც მოდერატორი დებატების მონაწილეებს დაუსვამს.

ასევე ყველა მონაწილეს, გადაცემის დასაწყისში ექნება ორი წუთი თავის წარსადგენად და პარტიის სამოქმედო პროგრამის ძირითადი გზავნილების გასაჟღერებლად.

გორი-კასპის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები არიან:

- ლევან თარხნიშვილი (ევროპული საქართველო)
- ბადრი ბასიშვილი (ნაციონალური მოძრაობა)
- გიორგი ხოჯევანიშვილი (ქართული ოცნება)
- პაპუნა კობერიძე (ლელო საქართველოსთვის)
- ნანა აღორძინება (თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა)
- კობა მაზანაშვილი (პატრიოტთა ალიანსი)
- ლაშა ჩხარტიშვილი (ლეიბორისტული პარტია)
- ზაზა მეზვრიშვილი (საქართველოს გზა - ზვიად გამსახურდია)

პროექტს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აფინანსებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები