ახალი ამბები
კასპის სოფელ ფერმაში ,,ენმ"-ს ლიდერები შეხვედრას მართავენ
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები შიდა ქართლში - ზაალ უდუმაშვილი, სალომე სამადაშვილი და ნუგზარ წიკლაური კასპის და გორის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ბადრი ბასიშვილთან ერთად სოფელ ფერმაში ჩავიდნენ.

მათ, ადგილობრივები, მხადრამჭერი შეძახილებითა და ორი ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშებით დახვდნენ.

ფერმერებმა ხელისუფლების ოპონენტებს სოფელში არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და არჩევნებზე მხარდაჭერას დაპირდნენ. ოპოზიცია რეგიონში კამპანიის ,,შემოიარე საქართველოს" ფარგლებში მართავს შეხვედრებს. მსგავსი თონისძიებები ქვეყნის ყველა რეგიონში იგეგმება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები