ახალი ამბები
„შემოიარე საქართველო“ - ენმ-ს ლიდერები გორში (R)
ერთიანი ნაციონალური მოძერაობის ლიდერები სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი,ნუგზარ წიკლაური და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი გორის მოსახლეობას შეხვდნენ.

პარტიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.შეხვედრაზე ყველა ის პრობლემა გაჟღერდა, რაც გორელებს აწუხებთ.

„სოციალური სიდუხჭირე, უმუშევრობა, ეკონომიკის უკუსვლა და სიღარიბე ის მთავარი გამოწვევაა, რის დაძლევასაც 31 ოქტომბრიდან შევუდგებით. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და სწორედ თქვენი თანადგომით შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას.“-მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა ამომრჩეველს.

შეხვედრაზე სიტყვით ენმ-ს ლიდერებიც გამოვიდნენ და მოსახლეობას ის სამოქმედო გეგმა გააცნეს, რაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განხორციელდება.

ადგილობრივებს სიტყვით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა, მხარდამჭერები გაამხნევა და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები