გორში კორონავირუსი თიბისის ფილიალის თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის
გამო, ყველა ის თანამშრომელი, რომელსაც კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი
ჰქონდა, 12 დღით თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
,,თიბისის'' თანამშრომლის შესახებ შიდა ქართლის საკოორდინაციო საბჭოს
თავმჯდომარემ სიმონ გულედანმა, თავდაპირველად, 13 ოქტომბერს ისაუბრა.
თუმცა, დეტალები არ განუმარტავს.
კორონავირუსისგან დაინფიცირდა კრედიტოფიცერი. საუბარია სტალინის
ქუჩაზე მდებარე ფილიალის თანამშრომელზე. ჯანდაცვის სამინისტროს
წარმომადგენლების რეკომენდაციით, მენეჯერმა კონტაქტში მყოფი
თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადაიყვანა.
რაც შეეხება სამუშაო პროცესს, ბანკის ფილიალი მუშაობას აგრძელებს,
რეკომენდაციების დაცვით, ხოლო სამუშაოდ სარეზერვო კადრები
გამოიძახეს.
შეგახსენებთ, შიდა ქართლში დღეს ახალი, 21 შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონში ინფიცირებულია სულ 138 ადამიანი.
სტატიის გამოყენების პირობები