ახალი ამბები
,,ორმოულებს თხრიან, თუმცა ,,ასფალტი'' ჯერ მზად არ აქვთ''
გორის საგზაო სამშენებლო სამმართველოს თანამშრომლები გორი-კასპის შიდა სახელმწიფოებრივ გზაზე ორმოულების სამუშაოებს ასრულებენ, თუმცა ,,ბიტუმისა" და ,,ასფალტის" მოსხმას აგვიანებენ.

მესამე დღეა, ხიდისთავი-უფლისციხის გზაზე, თხრილებია გაკეთებული. დაზიანებული ასფალტის მოწესრიგება სოფელ დოესამდე იგეგმება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გორის მერია სამუშაოების გრაფიკს არ ამოწმებს, რადგან ორმოულები ღია მდგომარეობაში ორი კვირის მანძილზე რჩება.

,,მუშები ამბობენ, რომ როცა ასფალტი მზად იქნება, მერე დავასხამთო. ცალ-ცალკე დიდი ხარჯი აქვთ. ადრე ისე ხდებოდა, რომ ორმოული რომ ითხრებოდა, მაშინვე ასხამდნენ ასფალტს. ეხლა ამას ვინ გააკეთებს? ელოდებიან როდის გათხრიან ბოლომდე, მერე გავა ერთი კვირა. ასფალტის ქარხანა ერთიანად გაამზადებს ნარევს და გაანაწილებენ. იზოგავენ ხარჯს, არა და, მილიონებს უხდის ბიუჯეტი" - გვეუბნება სპეციალისტი.

გორის მერიაში ამბობენ, რომ გორი-კასპის გზა სახელმწიფო დანიშნულებისაა და მათზე მერიის კონტროლი არ ვრცელდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები