ახალი ამბები
გორის დემოკრატიის სკოლაში ბადრი ბასიშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა [R]
ენმ გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკუთარი პროგრამა და განსახორციელებელი გეგმა გააცნო. ბადრი ბასიშვილმა შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა და მათ მიერ წამოჭრილ საკითხებს გამოეხმაურა.

„სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც რეგიონის განვითარებით დაინტერესებული ადამიანისთვის. ვთვლი, რომ დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები ჩვენს რეგიონში დიდ ინტელექტუალურ რესურსს ფლობენ. სწორედ ამიტომ, გამარჯვების შემდეგ აქტიურად ვითანამშრომლებ მათთან, გავითვალისწინებ მათ იდეებსა და რეკომენდაციებს.“- აღნიშნა ბადრი ბასიშვილმა.

EECMD – დემოკრატიის სკოლა მუდმივად უწყობს ხელს სხვადასხვა შეხვედრებს პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის,რითაც ზრდის აქტუალური საკითხების გარშემო დისკუსიის შესაძლებლობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები