ახალი ამბები
,,ახალუბანში ოპოზიცია მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა'' - აცხადებენ ,,ოცნებაში''
ახალუბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ,,ქართული ოცნების" შტაბში გააკეთეს. შტაბის უფროსის, მიხეილ გოგინაშვილის თქმით, ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ადგილობრივებს იარაღით დაემუქრნენ.

საიდან აქვს ეს ინფორმაცია ,,ქართული ოცნების" შტაბში, ამაზე მიხეილ გოგინაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

,,ეს ფაქტი იყო ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებული. ახალუბანში მათ ქართული ოცნების პლაკატების ჩამოხევა და საკუთარი პლაკატების გაკვრა სცადეს. რაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. შედეგად ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა ადგილობრივს" - აცხადებს მიხეილ გოგინაშვილი.

იგი პოლიციას გამოძიების ჩატარებისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, დღეს ,,ევროპული საქართველოს" ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ახალუბანში მომხდარი ფაქტი აღწერეს. ,,ევროპული საქართველოს" შტაბის უფროსის, ეთერ ჯალაღანიას თქმით, კარდაკარის დროს, მანდილოსნებს ხელით შეეხნენ.

,,დავინახეთ, რომ ჩვენს პლაკატებზე ხოჯევანიშვილის პლაკატები იყო გადაკრული და შევეცადეთ მის დაფიქსირებას. შორიახლოს გარკვეული პირები ქეიფოდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. არ გვაძლევდნენ ფაქტის დაფიქსირების საშუალებას, ტელეფონსაც გვართმევდნენ. გვაქვს გარკვეული კადრები. იძულებულნი გავხდით გავრიდებოდით სიტუაციას, თან ჩვენს გუნდში გოგონებიც იყვნენ." - ამბობს ეთერ ჯალაღანია.

,,დამარტყმა ერთ-ერთმა ადამიანმა. სულ ყველანი წამოიშალნენ. ვფიქრობ, რომ დარიგებულნი იყვნენ, გაფრთხილებულნი იყვნენ და დაავლეს ქვებს ხელი და გამოგვეკიდნენ. სულ რამდენიმე წუთის ჩავლილი იყო პოლიცია. ვყვიროდით, სად არის პოლიცია. სხვებიც ყვიროდნენ, ქალები, კაცები. "- ამბობს ეთერ ჯალაღანია.

ამის შემდეგ, გააგრძელეს კარდაკარი, უკვე სოფელ მეჯვრისხევში მანქანა აედევნა. იჯდა პიროვნება, რომელიც ჩვენს მოძრაობ
Print

სტატიის გამოყენების პირობები