ახალი ამბები
ბებია და პაპა, რომლებიც 2 შვილიშვილს ზრდიან - ბიისი
სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა აქტივისტებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის წარმომადგენლები ბიისში ზურაბ პავლიაშვილის ოჯახს ესტუმრნენ.

სახლში, სადაც ბებია-პაპა 2 შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს, საცხოვრებელი პირობები მძიმე მდგომარეობაში.

,,მოხუცი ზაურ პავლიაშვილი ზრდის 2 მცირეწლოვან შვილიშვილს და ასევე უვლის მოხუც მეუღლეს, რომელსაც გადაადგილება უჭირს და შშმ პირია. შვილიშვილებმა როგორც გვითხრეს ბებოს 7 ჯერ ქონია ინსულტი და ამის გამო ვერ დადისო.'' - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

სწორედ, ამიტომ, ცენტრის ახალგაზრდები ბიისში, პავლიაშვილების ოჯახში გაემგზავრნენ.



,,სახლში ძირითადად გოგონები და პაპა საქმიანობს. ქოხი თავზე ენგრევათ და საშველი კი არსაიდან ჩანს. ოჯახს ჩავუტანეთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე წიგნები და სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების ნივთები, რომლებმაც გოგოები ძალიან გაახარა. სიკეთე გადამდებია და აუცილებელი. მიხარია რომ პროგრამა PITA სიკეთის კეთებასაც, საზოგადოებაზე ზრუნვას, გვერდში დგომას, მხარდაჭერას და მეგობრობას ასწავლის.'' - აღნიშნავენ სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის წარმომადგენლები. 

მერის წარმომადგენელი კახა თინიკაშვილმა გვითხრა, რომ პავლიაშვილების ოჯახი მართლაც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება:

,,ამ ოჯახს შესახებ ინფორმაციას დეტალურად ვფლობ, მართლაც, ძალიან უჭირთ. ბავშვებს ბებია და პაპა ზრდის. რა შესაძლებლობაც გაგვაჩნია, ყოველთვის ვეხმარებით. ამავე დროს, სოციალურ დახმარებასაც იღებენ' - ამბობს კახა თინიკაშვილი. მისი ინფორმაციით, ბავშვების მამა პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

აქტივობა დაიგეგმა პროგრამა „ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ PITA-ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი

Print

სტატიის გამოყენების პირობები