ახალი ამბები
ხაშურში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა
ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის საზოგადებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ეს რიცხვი 17 სექტემბრის მონაცემებს ეყრდნობა. ,,მათგან 3 მსუბუქი პაციენტი, მკურნალობს ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 67 პიროვნება." - აღნიშნულია ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის განცხადებაში.

20 ოქტომბრიდან კი ხაშურის საჯარო და კერძო სკოლებში თანამშრომელთა ეტაპობრივი ტესტირება დაიწყება, თუმცა, როგორც რესურსცენტრის უფროსი ამბობს, 5 დადასტურებული შემთხვევიდან არც ერთია პედაგოგი.

,,ჩვენთან, კერძო და საჯარო სკოლების 1217 თანამშრომლის 16% გაიტესტება კოვიდ-19-ზე. შემთხვევითი პრინციპით შერჩეულია 195 თანამშრომელი - მასწავლებელი, ადმინისტრაცია, ტექ.პერსონალი და სხვა. პერმანენტულად გაგრძელდება სხვა თანამშრომლების მიმართაც." - აცხადებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები