ახალი ამბები
გამოწვევები გამყოფი ხაზის მიმდებარედ და დევნილთა დასახლებებში
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ითხოვს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მონიტორინგი არა მარტო სოფლების შესასვლელებში, არამედ, გასასვლელებშიც განახორციელონ.

ამის შესახებ იმ კვლევაშია ასაუბარი, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის ორგანიზაცია ,,ქართლოსმა" შეადგინა.

დოკუმენტში ასახული გამოწვევები, მაჟორიტარმა კანდიდატებმა საკუთარ საარჩევნო პროგრამაში უნდა ასახონ, ხოლო კანდიდატების მიერ გაცემული დაპირებები ამ პრობლემების მოგვარებას უნდა ეხმიანებოდეს.

ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში და დევნილთა დასახლებებში გამოკითხვა ჩატარდა. შეიქმნა დოკუმენტი, რომელსაც საფუძვლად სწორედ გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია დაედო.

პროექტს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი"" ახორციელებს, რომლის წარმომადგენელმა ლევან გეგეშიძემ გადაცემა ,,ქართლის სტუდიაში" კვლევის შედეგების შესახებ ვრცლად ისაუბრა.

მთავარი მიგნებები, რაც კვლევის პროცესში გამოიკვეთა, ძირითადად 3 მიმართულებას მოიცავს. ესაა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მდგომარეობა, დევნილთა დასახლებებში არსებული სიტუაცია და ახალგაზრდების ჩართულობა. ლევან გეგეშიძემ აღნიშნა, რომ თითოეულ საკითხზე ინფორმაცია ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი.

,,ქართლოსის" წარმომადგენელი თვლის, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს უსაფრთხოების პრობლემას, რასაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ყურადღებას ამახვილებს. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, პოლიცია ძირითადად, სოფლების შესასვლელებს აკონტროლებს, რეალურად, კი მათთვის უჯობესია, სამართალდამცველების მონიტორინგის არეალი გაფართოვდეს:

გადაცემაში ბერბუკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა დიანა მარიამეძაც ისაუბრა. მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა. კიდევ ერთი რესპონდენტი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობაისთვის ზრუნვა, სკრის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქეთევან კახნიაშვილია. მისი თქმით, დასახლებაში მცხოვრები ადამიანებისთის პრობლემები ასაკის მიხედვით შეიძლება დაიყოს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები