ახალი ამბები
ქარელში მონადირეებს 10 მგლის მოკვლის უფლება მისცეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში, ცხვრის განადგურების შემდეგ, მონადირეები დაიქირავეს.

5-კაციან ჯგუფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 მგლის მოკვლის უფლება მისცეს. ჯგუფის წევრები არიან: მამუკა გონგლიაშვილი, კობა მარჯანიძე, ვახტანგ თურქაძე, ვაჟა აბესაძე, ანდრია ხუციშვილი.

თითო მგლის მოკვლისთვის 100 ლარი გადაეცემათ.

ხელშეკრულების მიხედვით, მონადირეებმა მოკლული ცხოველი არ უნდა გაყიდოს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ცოფზე შემოწმების შესახებ, მასალები უნდა მიაწოდონ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები