ახალი ამბები
აქცია ტერაბანკისგან - ანაბრები ყველაზე მაღალი პროცენტით [R]
ტერაბანკში ანაბრებზე აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში ბანკი მომხმარებლებს ყველაზე მაღალ სარგებელსა და თანხის საიმედოდ შენახვას სთავაზობს.

ნებისმიერი მსურველი, რომელიც ვადიან ანაბარს და სადეპოზიტო სერტიფიკატს ტერაბანკში გახსნის, განსაკუთრებით მაღალ სარგებელს მიიღებს. აქცია ვრცელდება როგორც ლარის, ასევე დოლარისა და ევროს ანაბრებზე.

კერძოდ, დოლარში გახსნილ ვადიან ანაბარზე მომხმარებელს 4,05% (ეფექტური3.97%), ხოლო ლარის ვადიან ანაბარზე კი 11,3% (ეფექტური10.72%) სარგებელი დაერიცხება მაქსიმალურ ვადაზე. აქცია ყველა ვადიან ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე ვრცელდება.

დეპოზიტების პორტფელი და მისი გაფართოება ტერაბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. „მეანაბრეები ბანკისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მომხმარებლებს წარმოადგენენ. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც გვენდობიან და ეს ჩვენთვის დიდი პატივია. სწორედ ამიტომ, ამ აქციით მათთვის ბაზარზე საუკეთესო პირობების შეთავაზება და ერთგვარი მადლიერების გამოხატვა გვსურს“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

ანაბრებზე აქცია მიმდინარე წლის 6 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის გორის ფილიალს მისამართზე: სტალინის N29 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

Print

სტატიის გამოყენების პირობები