ახალი ამბები
ბეთლემის სკოლაში კორონავირუსი აგარელ პედაგოგს დაუდგინდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემის (ყოფილი ახალხიზა) სკოლაში კორონავირუსი პედაგოგს დაუდგინდა. ამის გამო, სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

სკოლის დირექტორის თქმით, ინფიცირებული მასწავლებელი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარიდან დადიოდა:

,,სკოლაში ბოლოს იყო გასული კვირის პარასკევს, მიმდინარე კვირას არ გამოცხადებულა. მიუხედავად ამისა, სავარაუდო კონტაქტები დავადგინეთ. ამ კვირის განმავლობაში, ჩვენს სკოლაში სხვა რაიმე შემთხვევა, მოსწავლეებს შორის მაღალი სიცხე და მსგავსი ფაქტი არ გამოვლენილა," - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 36 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ საქართველოს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 397 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

უფრო კონკრეტულად:

"აჭარის რეგიონში-487 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში- 356, ქვემო ქართლში-36, შიდა ქართლში-35, გურიაში -17, სამეგრელო-ზემო სვანეთში-69, კახეთში-24, მცხეთა -მთიანეთში-12, სამცხე ჯავახეთში-30, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7, თბილისში -686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება",-განაცხადა ბერია სიჭინავამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები