ახალი ამბები
ბადრი ბასიშვილის კამპანიის შეჯამებაზე მომღერალი ლექსენი იმღერებს [R]
24 ოქტომბერს გორის ციხის მიმდებარედ, ლომჭაბუკის სკვერში ბადრი ბასიშვილის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

კანდიდატი ამომრჩეველს ღია სივრცეში 17:30სთ-ზე შეხვდება.

აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს საარჩევნო პროგრამის მხარდამჭერებისთვის კიდევ ერთხელ წარდგენას.

ღონისძიებაზე სრულად იქნება გათვალისწინებული კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებული რეკომენდაციები,დარიგდება პირბადეები და გამოყენებულ იქნება სადეზინფექციო ხსნარი.შესაძლებლობის ფარგლებში დაცული იქნება ასევე დისტანციაც.

ბადრი ბასიშვილის კამპანიის შეჯამებაზე მომღერალი ლექსენი იმღერებს.

გთხოვთ მობრძანდეთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები