ახალი ამბები
გორში სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია არჩევნებამდე 1 კვირით ადრე დაიწყო
გორში ისტორიული სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. ადგილზე სამშენებლო ტექნიკა უკვე გამოჩნდა.

სამუშაოები 7 თვე გაგრძელდება. პროექტის მიხედვით, ქუჩის გარკვეულ ნაწილი ფილებით იქნება მოპირკითებული, დანარჩენი ნაწილი - ასფალტით.

ტენდერის საწყისი ღირებულება იყო 2 მლნ 053 186 ლარი, თუმცა იბოლიამ და მასთან ერთად მყოფმა ორმა კომპანიამ ("შპს "იბოლია" & შპს "ჯორჯიან სტოუნი" & შპს "ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი") 61 186 ლარით ნაკლები, 1 მლნ 992 000 ლარი შესთავაზა.

ხელშეკრულების მიხედვით, სამეფო ქუჩაზე ორფენიანი (7სმ+5 სმ, ჯამში 13 სმ) ასფალტბეტონი დაიგება 660 მეტრზე.

აღნიშნული გზის მოწესრიგების შესახებ პირობა ჯერ კიდევ 2018 წელს შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დადო. იმ პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა და მისი თქმით, თუ კი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდებოდა, სამეფო ქუჩა გაკეთდებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები